საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რეგიონებში მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად მინისტრმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 1000-მდე პედაგოგთან გამართა შეხვედრა ამბროლაურსა და ცაგერში. შეხვედრების დაწყებამდე მინისტრმა რეგიონის წარჩინებული მეათეკლასელები პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
ხუთი თვის განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 27 შეხვედრა გამართა საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში, სადაც 50-ზე მეტი ქალაქისა და რაიონის 13 ათასამდე პედაგოგს შეხვდა.