გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომში ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოწვევით, საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის განათლებისა და კვლევების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, მათ შორის, ესტონეთის რესპუბლიკის განათლებისა და კვლევების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკის, ორგანიზაციული მოწყობის, ინსტიტუციური სრულყოფის შესახებ გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარების მიზნით.
ესტონელმა კოლეგებმა საჯარო ლექცია ჩაატარეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების არსებული სისტემის გაცნობის მიზნით, განახორციელეს საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“ და ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მუხრანის N1 საჯარო სკოლაში ვიზიტი.
შიდა აუდიტორული საქმიანობა საქართველოს საჯარო სექტორში 2010 წლიდან ევროკავშირის მიერ შემუშავებული და ადაპტირებული ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის’’ მოდელის საფუძველზე ჩამოყალიბდა და დღეს ქვეყანაში ინსტიტუციური განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება.