ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდნენ. სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი განათლების საკითხებზეც წარიმართა და აღინიშნა, რომ განათლება და ამ კუთხით ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.