განათლებისა და დასაქმების სფეროებში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა პროფესიული უნარების მქონე პირთა დასაქმების პოლიტიკის შემუშავება და ამ პროცესში პარტნიორთა აუცილებელი ჩართულობა იყო.
ღონისძიება, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა, ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის (EUVEGE) ფარგლებში განხორციელდა. პროექტი მხარს უჭერს სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორების დაახლოებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის სექტორებში სამართლიანი და საქართველოსათვის სასარგებლო რეფორმების განხორციელება.