სასტუმრო ,,ლოპოტა სპა რეზორტში“ სამდღიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, სადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში დამეგობრებულმა ბენეფიციარებმა და მოხალისეებმა (მათ შორის მესხი, ბოშა, უსინათლო და მცირედმხედველი და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეები) ბოშების მიმართ ცნობიერების გაზრდის მიზნით, ერთად დაამუშავეს ბოშების ისტორიის ყოფისა და კულტურის საკითხები, რომელსაც 10 დეკემბერს ქვეპროგრამის კონფერენციაზე წარმოადგენენ. მონაწილეებს ა(ა)იპ „ბერილუსის“ მიერ, ასევე ჩაუტარდათ სემინარი ,,პროექტის წერა და პრეზენტაციის უნარები“.
ღონისძიება ჩატარდა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლისა და ა(ა)იპ ,,ბერილუსის“ თანამშრომლობით მომზადებული პროექტის ,,ხელსაყრელი გარემო თანაბარი შესაძლებლობებისათვის“ - ფარგლებში, რომელიც დაფინანსდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ მიერ.