საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა პროფესიული უნარების ევროპული კვირეულის დახურვა, პროფესიული განათლების სფეროში ახალი ინიციატივების განხილვის ფონზე განახორციელა. ინიციატივები გაეროს განვითარების პროექტისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შემუშავდა.
პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერება მნიშვნელოვნად უკავშირდება პროფესიული ორიენტაციის გამართული მექანიზმების შექმნას, არაფორმალური განათლების აღიარებას და პროფესიული განათლების საფეხურზე ზოგადი განათლების კომპონენტის ინტეგრირებას. თითოეული საკითხი განხილულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დარგის ექსპერტების მიერ. შეხვედრისას ასევე განხორციელდა პედაგოგიური გზამკვლევის პრეზენტაცია, რომელიც პროფესიული განათლების პედაგოგებისთვისაა განკუთვნილი.