20.12.2016
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიღება გამართა, რომელზედაც სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას, უმაღლესი სასწავლებლის რექტორებს, განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს წარუდგინა.