ნავთობკომპანია „გალფი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს სწავლას უფინანსებს. გალფის წამომადგენლებმა სასწავლო სტიპენდიები სტუდენტებს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად გადასცეს.
კომპანია გალფი ეხმარება სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები, ჩაირიცხნენ უნივერსიტეტებში, მაგრამ ვერ მოახერხეს სახელმწიფო დაფინანსების მიღება. საკუთარი სახსრებით სწავლის გაგრძელების საშუალება კი არ გააჩნიათ. სოციალურად დაუცველი წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ,„გალფი" ასევე, მუდმივად ზრუნავს მათ დასაქმებაზე და უქმნის ხელსაყრელ გარემოს, რათა მათ თავი იგრძნონ ძლიერი გუნდის წევრებად.