საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რეგიონებში არსებული უნივერსიტეტების რექტორებს, სხვა ხელმძღვანელ პირებსა და შპს „სტარტაპ საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისთვის „სტარტაპ საქართველოს“ ელჩობის პროგრამაში ჩართვის შეთავაზება, სადაც სპეციალური ტრენინგების გავლისა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულების შემდეგ, სტუდენტებს შანსი ეძლევათ საკუთარი ბიზნესი წამოიწყონ და თვითონ გახდნენ დამსაქმებლები, დაეხმარონ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ბიზნეს გეგმების დაწერასა და დაფინანსების მოპოვებაში.
„სტარტაპ საქართველოს“ პროექტის მიზანი სწორედ მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ფინანსური მხარდაჭერაა, რათა მათ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები განახორციელონ, საკუთარი ბიზნესი დაიწყონ და სხვებიც დაასაქმონ.