ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა. აკადემიური საბჭოს დადგენილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ ათენის, კემბრიჯის, ლონდონისა და ბერლინის პროფესორებს საქართველოს პოპულარიზაციისა და ქართული კულტურის საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, თსუ -ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრნენ. დაჯილდოების დასრულების შემდეგ, პროფესორებმა საჯარო ლექციები წაიკითხეს .