საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს 62-ე საჯარო სკოლაში შეხვდა.
მინისტრმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, რომლებიც ათეულობით წელია სკოლის განვითარებას და ღირსეული მომავალი თაობის აღზრდას ემსახურებიან. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ეს ის თაობაა, რომელთაც უძრაობის პერიოდში სკოლები გადაარჩინეს და ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ სასწავლო პროცესი. ეს ადამიანები დღესაც აქტიურები არიან და დიდ ინტერესს იჩენენ სიახლეების მიმართ. მათი მოსმენა, დაფასება და პატივისცემა თითოელი ჩვენგანის ვალია.
ხანგრძლივი შეხვედრის მანძილზე, მინისტრი სასკოლო ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს შეეხო და ღვაწლმოსილ პედაგოგთა შეკითხვებსაც უპასუხა.