პირველად საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად ბრიტანული „ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი“ საბაკალავრო პროგრამის - ბიზნეს ადმინისტრირება-ფინანსების განხორციელებას იწყებს.
სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება ფინანსების მიმართულებით და ერთი პროგრამის ფარგლებში მოიპოვონ ორი ქვეყნის დიპლომი.
პროგრამის პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სივრცეში გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი დაესწრნენ.