16.01.2017
ისნის რაიონის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო დასახლებაში 1000 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე საჯარო სკოლა აშენდა. მსგავსი მასშტაბური მშენებლობა ათეული წლებია დედაქალაქში არ განხორციელებულა. 103-ე სკოლის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და ახალი სასკოლო ინიციატივის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას გულისხმობს. ამ მიზნით საჯარო სკოლებში ამოქმედდება მრავალფეროვანი სპორტული წრეები ამოქმედდება, სისტემატურად ჩატარდება შეჯიბრებები. მოსწავლეებს ექნებათ საშუალება დამატებით ივარჯიშონ სპორტის სხვადასხვა სახეობებში (ხელბურთი, ფრენბურთი, უკონტაქტო რაგბი, კარატე, მძლეოსნობა, კალათბურთი).
ამავე დღეს,103-ე სკოლაში ხელი მოეწერა მემორანდუმს სკოლის ადმინისტრაციასა და ფრენბურთის ფედერაციას შორის. ამ სკოლის მოსწავლეებს უკვე აქვთ გარკვეული წარმატებები ფრენბურთში და სწორედ ამიტომ, საქართველოს ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ თავის თავზე აიღო სკოლის პატრონაჟი.