17.01.2017
ჩვენი ქვეყნის მეცნიერები, მკვლევარები, ინოვატორები პირველად ჩაერთნენ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში - ჰორიზონტი 2020 და უკვე სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწიეს. პროგრამა გარდა მეცნიერებისა და მკვლევარებისა, უნივერსიტეტებს, კვლევით დაწესებულებებს, მცირე და საშუალო საწარმოებს, ბიზნეს კომპანიებს, სამთავრობო დაწესებულებებს და ა.შ. აძლევს საშუალებას მოიზიდონ ასი ათასობით ევროს საგრანტო დაფინანსება, განახორციელონ კვლევები საქართველოში, უმასპინძლონ დამწყებ თუ გამოცდილ მკვლევარებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ხორცი შეასხან სამეცნიერო და ინოვაციურ იდეებს და გააძლიერონ კვლევითი ცენტრები საქართველოში.