21.01.2017
ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნიკალური ალბომი გამოიცა. ალბომში შესულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საზოგადო მოღვაწის პირადი საარქივო მასალა. იგი მოიცავს ივანე ჯავახიშვილის მიერ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შედგენილ 1845-მდე სამართლისა და ეკონომიკის ტერმინს. ალბომი დალაგებულია ანბანის მიხედვით და მითითებული აქვს საარქივო ნომერი, რაც დაინტერესებულ საზოგადოებას გაუადვილებს ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში დაცულ მასალაზე წვდომას და ხელს შეუწყობს სამართლისა და ეკონომიკის ტერმინებზე მუშაობას. პროექტი განხორციელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ.