22.01.2017
„სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ხის ქართული სათამაშოების ბიზნესი დაიწყეს. მათმა კომპანიამ “Georgian Factory“, სხვა რამდენიმე ფინალისტთან ერთად, სოლიდური დაფინანსება მოიპოვა.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი საბა ღუდუშაური, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ზურაბ გომიაშვილი და ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებული სოფო ხიმშიაშვილი ხის სათამაშოებს თსუ-ს მეათე კორპუსში არსებულ ბიზნეს-ინკუბატორში აწარმოებენ. ამის შესაძლებლობას აქ არსებული ტექნიკა და დანადგარები იძლევა.