23.01.2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) სტუდენტმა დავით სოსელიამ მეგობრებთან ანდრო გვივრაძესთან, გიგა ვაშაკიძესთან, ნიკა მინაშვილთან და ლუკა ლომთაძესთან ერთად, შექმნა აპლიკაცია, რომელიც აბიტურიენტებს მეთორმეტე კლასის საატესტატო გამოცდებისთვის კითხვების ნიმუშებსა და გამოცდების პროგრამას სთავაზობს. მეორე კურსელთა აპლიკაციით დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს საკუთარი ცოდნისა და უნარების სრულყოფა შეუძლიათ.
პროექტმა ტესტირება უკვე გაიარა და მომხმარებლებისაგან დადებითი შეფასება (რეიტინგი 5/5) დაიმსახურა.
ახალგაზრდებს დიდი გეგმები აქვთ. პირველი ეტაპი არსებული აპლიკაციის გაუმჯობესებაა, შემდეგ კი, წინ ახალი პროექტები და გამარჯვებებია.