ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა - სრულიად განახლდა და კეთილმოეწყო მეორე კორპუსის ხუთივე სართული, ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობა, სასწავლო და სამეცნიერო ფართები, დამონტაჟდა ახალი გათბობის სისტემა, მოხდა ფასადის სრული რეაბილიტაცია (1-ლი და მე-2 კორპუსი), განახლდა ტექნიკურ-მატერიალური ბაზა. ამოქმედდა თანამედროვე სტანდარტების უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა ,,ბსუ დენტი“. სტუდენტებისათვის მოეწყო თავისუფალი სამუშაო სივრცეები, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, საგამოცდო ცენტრი, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, განახლდა ზოოლოგიისა და მინეროლოგიის კაბინეტები, ფოტო-ვიდეო სტუდია , სპორტული მოედანი და ეზო.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად დაათვალიერა.