საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აგრძელებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთნ შეხვედრებს. ამჯერად, მინისტმა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იანის ზლამეტს უმასპინძლა.
შეხვედრაზე ალექსანდრე ჯეჯელვამ ლატვიურ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითად მიმართულებებზე, სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და არსებულ გამოწვევებზე. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში კიდევ უფრო გაღრმავდება. საუბრისას ხაზი გაესვა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ პრიორიტეტულ მიმართულებებში ლატვიის გამოცდილების გაზიარების, ასევე ერთობლივი სამეცნიერო და კვლევითი პროექტების ხელშეწყობის მნიშვნელობას.