ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პირველად, მოსაწავლეთა მშობლების მოსმენა და მათთან ერთად, პრობლემური საკითხების მოგვარება დაიწყო. მშობლებთან სამუშაო ფორმატში პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ სასკოლო ცხოვრების როგორც დადებით ისე, პრობლემურ საკითხებზე, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები, მიეღოთ ინფორმაცია ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ სიახლეებზე.
სამუშაო შეხვედრები მშობლებთან სისტემატიურად გაიმართება, ყველა მშობელს ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა და აქტიურად ჩაერთოს შვილების განათლების პროცესში.