02.02.2017
თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტმა 24 წლის გიორგი მეგრელმა კომპანია Google-ში დაიწყო მუშაობა. ვიდრე კომპანიიდან დადებით პასუხს მიიღებდა, გიორგიმ შერჩევის დიდი და რთული გზა გაიარა. მანამდე კი, იყო ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა, სადაც როგორც გიორგი აღნიშნავს, პედაგოგებმა შეაყვარეს ტექნიკური საგნები. შემდეგ იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ბაკლავრიატში სწავლის განმავლობაში გავიცანი და დავუმეგრობდი რამდენიმე პროფესორს, ვისწავლე ძალიან ბევრი ახალი რამ, სხვა რაკურსით დავინახე ის, რაც აქამდე ვიცოდი და ყველაზე მნიშვნელოვანი _ აკადემიურ კულტურას გავეცანი... უნივერსიტეტმა ძალიან ბევრი რამ მომცა…მასწავლა თუ, როგორ მესწავლა და გამერჩია სიახლეები…- გიორგი მეგრელი.