01.02.2017
სტუდენტებს საშუალება აქვთ თეორიულ ცოდნასთან ერთად თანამედროვედ აღჭურვილ სასაწავლო და სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში პრაქტიკულ ცოდნასაც დაეუფლონ და სამეცნიერო კვლევებიც განახორციელონ.
სასწავლო პროგრამები მაქსიმალურად დაახლოებულია დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებთან, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტები ევროპასა და ამერიკაში საშუალებას აძლევს პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში სწავლების შემდგომ საფეხურზე.
აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ 12 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.