საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა თვრამეტი სამეცნიერო წიგნი გამოსცა. უნიკალური შინაარსის სამეცნიერო ლიტერატურა დიდ დახმარებას გაუწევს მეცნიერებს სამომავლო კვლევებში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაარსების დღიდან მუშაობს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით, ისეთი როგორიცაა უძველესი ხელნაწერების ტექსტის გამოცემა, ასევე ცენტრში დაცული სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის პირადი არქივების აღწერა, უძველეს ხელნაწერებში წარმოდგენილი მინიატურების კვლევა, მათი მხატვრული კუთხით წარმოდგენა და სხვა .