პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების უფლების რეალიზაციასა და ყველა ასაკში სასურველი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობაზე, სამმხრივი კომისიის შეხვედრაზე იმსჯელეს, რაც ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების პრობლემის გადასაჭრელად, მთავრობის ცენტრალურ ამოცანას წარმოადგენს.
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მორიგ შეხვედრას შესაბამისი სამინისტროები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული თემების გარდა, სხვა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.