IT ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების შეჯიბრში (ჰაკათონი) „სმარტ სითი“ საქართველოში სან დიეგოს უნივერსიტეტის მეორეკურსელებმა ლუკა ლომთაძემ და ნიკა ალავიძემ 24 საათში ააწყვეს მობილური საფულე - აპლიკაცია, რომელიც ებმევა მომხმარებლის ბანკის ანგარიშს და ავტომატურ რეჟიმში შესთავაზებს მას შეტყობინებებს - როდის რა აქვს გადასახდელი. მაგალითად, ავტობუსში ასვლისას, მოდის შეტყობინება და გვთავაზობს ბილეთის ყიდვას. საყიდლად კი, მხოლოდ ღილაკზე ხელის დაჭერაა საჭირო. ასევე ტაქსებში, კვებით ობიექტებში, პარკირების დროს, ბენზინგასამართ სადგურებზე და სადარბაზოს მრიცხველებთანაც კი, აპლიკაცია ხვდება რა და რამდენი გვაქვს გადასახდელი და უმარტივესი გზით, მხოლოდ დადასტურებით ვიხდით გადასახადს. SDSU საქართველოს სტუდენტებმა ორიგინალური იდეისთვის სპეციალური პრიზი მიიღეს.