საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სრულად იზიარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივას, რომელიც სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ითვალისიწინებს. ამ მიზნით, მანდატურის სამსახური საჯარო სკოლებთან ერთად, სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას იწყებს. პირველი სპორტული ღონისძიება მანდატურებმა თბილისის N 55 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგებთან ერთად განახორციელეს და კალათბურთში შიდა სასკოლო შეჯიბრი ჩაატარეს. მასში მონაწილეობა IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, მანდატურის სამსახური სკოლებში სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას ეტაპობრივად განახორციელებს.