ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო პროექტები ამოქმედდება
16.02.2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პოლონეთის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარების მიზნით. ღონისძიებაზე მიმოიხილეს საქართველოსა და პოლონეთის უმაღლესი განათლების სისტემა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გააცნეს მათი საუნივერსიტეტო პროგრამები და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.