ლონდონში განათლების მსოფლიო ფორუმი გაიმართა. ფორუმში 95 ქვეყნის განათლების მინისტრები და განათლების სფეროს 800-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ფორუმზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული, მათ შორის განათლების სფეროში არსებული საერთო პრობლემები. მსჯელობა გაიმართა პრობლემების გადაჭრის გზებზე, ახალ მიდგომებსა და სტრატეგიაზე. ფორუმის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, იდივიდუალური შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრებთან.