„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, ყველა საჯარო სკოლის დირექტორისა და ფასილიტატორისთვის სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე ტრენინგები მიმდინარეობს.
ლიდერობის აკადემიის სატრენინგო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლების დირექტორებს, ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.
ლიდერობის პირველი აკადემია 1700-მა საჯარო სკოლის დირექტორმა 2016 წელს გაიარა. ამჟამად, დირექტორები ლიდერობის მეორე აკადემიას გადიან.
ლიდერობის აკადემია სამი საფეხურისაგან შედგება და წარმოადგენს გრძელვადიანი ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016 წელს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება.