საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის რიგით მეოთხე ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე ასოციაციის მიერ 2015-2016 წლებში გაწეული სამუშაოს ანგარიში და ამ ორი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები იქნა წარმოდგენილი.
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის საქმიანობის მიზანია პროფესიული განათლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ამ მიზნით ასოციაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დამსაქმებელთა ასოციაცია და საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად თანამშრომლობენ და ახორციელებენ პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს შრომის ბაზრისთვის მისი მოთხოვნის შესაბამისი კადრების მიწოდებას.