საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2017 წლის 22 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს.
გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს და არ აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ სკოლაში, თუმცა მათი ასაკი აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ ასაკს და გამოთქვამენ სურვილს პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევასთან დაკავშირებით.
ექსტერნის ფორმით პროგრამის დაძლევის მსურველთათვის გამოცდები ჩატარდება 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით.
მსურველთა რეგისტრაცია შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში იწარმოებს.