23 თებერვალს, იუნკერთა ხსენების დღეს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იუნკერების შთამომავლებმა, ჩოხოსნებმა და სხვა საპატიო სტუმრებმა გვირგვინით შეამკეს იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა და პატივი მიაგეს 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას.