ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ოთხმა სამეცნიერო პროექტმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვება მოიპოვა.
ფონდის მიერ, ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის, პროფესორების- მამია ფაღავას, მალხაზ ჩოხარაძის, შოთა მამულაძისა და ასოცირებული პროფესორის მაია ვანიძის სამეცნიერო პროექტები დაფინანსდება. პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის რამდენიმე რეგიონის მდიდარი ისტორიული წარსულის კვლევა განხორციელდება.