01.03.2017
საქართველოში პირველად, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ, უეფას სამიტი ჩატარდა. სამიტს 14 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები, განათლებისა და სპორტისს და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამიტის მონაწილეებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიმართა.