29 წლის პალინა ჯაღათაშვილი ბათუმელია, აქვს სმენისა და მეტყველების შეზღუდვა. 2016 წელს დაასრულა პროფესიული კოლეჯის ,,ბლექსი“ მზარეულის სპეციალობა. საწარმოო პრაქტიკა სასტუმროში ,,ჰილტონ ბათუმი“ გაიარა და აქვე დასაქმდა მზარეულის სპეციალობით.
პალინამ სტუდენტობის პერიოდში აქტიურად დაიწყო ჟესტური ენის პოპულარიზაცია, შექმნა ჯგუფები, ჩართო სტუდენტები, კურსდამთავრებულები, შეასწავლა მზარეულის სპეციალობის პროფესიულ სტუდენტებს და მოხალისეებს საბაზისო საკომუნიკაციო ჟესტები. პალინა დღეს სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს. მან თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები - მიუხედავად იმისა, რომ მე სმენადაქვეითებული ვარ და ვსაუბრობ ჟესტურ ენაზე, პროფესიულმა კოლეჯმა ,,ბლექსი“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე თავი მეგრძნო კომფორტულად და სრულფასოვან ადამიანად, მხარს უჭერდა ყველა ჩემს წამოწყებას და რაც მთავარია, მომცა შესაძლებლობა საზოგადოებაში თავის დამკვიდრების. უღრმესი მადლობა ყველას ჩემი მხარდაჭერისთვის.“