საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინიცირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი საპილოტე
რეჯიმში მიმდინარეობს, სწორედ ამ სიახლეებზე სასაუბროდ და მათი დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, მინისტრის
მოადგილე ლია გიგაური და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
თავმჯდომარე მარიამ ჯაში ზუგდიდის საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრები სკოლის წარმომადგენლებთან ყველა რეგიონში მუდმივ რეჟიმში
გაგრძელდება.