სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ქიმია-ბიოქიმიისა და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სკოლის 70-მდე მოსწავლეს შეხვდნენ. სტუდენტებმა მოსწავლეებს ის ქიმიური ექსპერიმენტები და ტექნოლოგიურ-შემეცნებითი თამაშები გააცნეს, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლისას გამოიყენება.
შეხვედრას ესწრებოდნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ. ვორქშოფში ასევე მონაწილეობა მიიღეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში კენ უოლშმა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს დირექტორმა ჯენერ ედელმანმა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის-საქართველო აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.
STEM (Science, Technology, Engineering, Math) დარგების განვითარება ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკის და ინდუსტრიის განვითარებას. STEM ვორქშოფები მონაწილეებს აძლევს გამოცდილებას და პროფესიული განვითარების მოტივაციას.