საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ახორციელებენ ერთობლივ პროექტს „შეისწავლე ისტორია, გახდი მკვლევარი“. დღეს, განათლებისა მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა პროექტის პრეზენტაცია გამართეს.
პროექტის მიზნია:
პროექტი მარტიდან დაიწყება და პირველ ეტაპზე მასში მონაწილეობას 5 ჯგუფი მიიღებს. შეირჩევა თბილისის ხუთი საჯარო სკოლა და ბაკალავრიატის ხუთი სტუდენტი. საარქივო მასალებთან მუშაობის პროცესში თითოეული ჯგუფი უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი პირობებით. დასკვნით ეტაპზე ხუთივე ჯგუფი წარადგენს სამეცნიერო ნაშრომს. გამარჯვებულ ნაშრომს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შსს-ს სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შსს-ს აკადემიის, შსს-ს არქივის წარმომადგენლებისგან, ასევე ისტორიის სპეციალისტისა და დამოუკიდებელი ექსპერტისგან.
კონკურსის წესით გამოვლინდება სამი ფინალისტი, თითოეულ ჯგუფს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები, ხოლო გამარჯვებული 3 ჯგუფი დაჯილდოვდება შესაბამისი პრიზებით. გამარჯვებული ნაშრომი დაიბეჭდება შსს-ს არქივის ჟურნალში - „საარქივო მოამბე“. პროექტის მიმდინარეობის შესახებ შსს-ს არქივში მომზადდება 5-10 წუთიანი დოკუმენტური ფილმი.