ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, ინტერვიუებისა და რეპორტაჟების კონკურსი ჩატარდა, ილუსტრაციებისა და ესეების კონკურსები გაიმართა შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად. 10 მარტს გამარჯვებულები დიპლომებითა და კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა დააჯილდოვა. ამავე დღეს დაჯილდოვდნენ თეატრალური ფესტივალის ფინალისტებიც.
კონკურსებში მონაწილეობა შეეძლოთ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის სახით. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა დიდი ნაწილი რეგიონების სკოლების მოსწავლეებია.