საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მონაწილეობა მიიღო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებულ კომპანიების დაჯილდოების ცერემონიაში.
კონკურსის მიზანი იყო, გამოევლინა საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალებს მიიღონ განათლება და მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების სრულყოფილი რეალიზება.