საქართველოს პროფესიულ კოლეჯებში
წარმატებით მიმდინარეობს დუალური განათლების -
პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა. ამ თემას მიეძღვნა სემინარი „დუალური პროფესიული განათლება საქართველოში -
განვითარების უახლოესი ტენდენციები და პერსპექტივები“.
სემინარი მიზნად
ისახავდა დუალური პროფესიული განათლების მიმართულებით, საქართველოში არსებული
პროგრესის მაჩვენებლის შეფასებას, პილოტირების პროცესში მიღებული გამოცდილებისა და
პოტენციალის ანალიზსს, არსებული მხარდამჭერი სისტემების აღრიცხვასა და საუკეთესო
საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო
ლიდერობის პროგრამის მონაწილეები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ისინი,
დუალური პროფესიული განათლების შესწავლის მიზნით, გერმანიაში, მაგდებურგის
უნივერსიტეტში იყვნენ მივლენილნი.