პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ საინფორმაციო დღეების ციკლის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროგრამის ჯანმრთელობის მიმართულების საინფორმაციო დღე გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოში მედიცინის სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს.
საინფორმაციო დღეზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაციები პროგრამაში
“ჰორიზონტი
2020” მონაწილოების წესებისა და პროგრამაში კლინიკური კვლევების ადგილის შესახებ. ასევე, პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სხვა
მნიშნელოვანი კონკურსების შესახებ. შეხვედრის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხს დაეთმო.