საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორებისა და პროფესიული განათლების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ის საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ (EU, UNDP, GIZ, MCA, ETF).
შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა სამინისტროსა და ზოგადად, პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე აქტივობები, ასევე, დონორი ორგანიზაციების მიმდინარე პროექტების განხორციელების სტატუსი და სამომავლო პერსპექტივები. შეფასდა პროფესიული განათლების სფეროში 2017 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული საქმიანობა და გამოწვევები. დონორი ორგანიზების მიერ განისაზღვრა მომავალი თანამშრომლობის სფეროები და შესაძლებლობები.