საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინიცირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი საპილოტე რეჯიმში მიმდინარეობს, სწორედ ამ სიახლეებზე სასაუბროდ და მათი დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. ზოგადად, ანალოგიური შეხვედრების მიზანი არის სკოლის დირექტორების დახმარება, რათა მათ შეძლონ უფრო ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.
შეხვედრები სკოლის წარმომადგენლებთან ყველა რეგიონში მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.