ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსი (CELA) საქართველოში ატარებს ორდღიან რეგიონულ კონფერენციას, სახელწოდებით, „ინოვაციების როლი XXI საუკუნის საქართველოში“. კონფერენცია გახსნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.
(CELA) წარმოადგენს ამბიციურ, მულტიკულტურულ ინიციატივას, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონული თანამშრომლობის წახალისებასა და განმტკიცებას, კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებს შორის პროფესიული და საქმიანი კავშირების გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისთვის საჭირო პლატფორმის შექმნისა და რეგიონის ახალგაზრდა, წარმატებული ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების გზით.