საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მოსწავლეების მიწვევით, მარნეულის მე-2 საჯარო სკოლას ეწვია, ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა და ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
მარნეულის მე-2 აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლა ყველაზე დიდკონტიგენტიანი სკოლაა მარნეულში (1270 მოსწავლე, 88 პედაგოგი). სკოლაში ორი სექტორი ფუნქციონირებს. პედაგოგთა 70%-ს საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვს, მათ შორის 50% არაქართველია. სკოლას 10 უფროსი პედაგოგი ჰყავს და პირველ ადგილზეა არაქართულენოვან სკოლებს შორის, სკოლა ადაპტირებულია და შესაბამისად, აქ დანერგილია ინკლუზიური განათლება.