ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ნიკო კეცხოველის პრემია 2017-ისა და კონკურს „ფოტოსინთეზის“ ფინალური ტურის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.
თემაზე
- „ეს ჩემი
ტყეა“ კონკურსანტებმა ფოტოები წარმოადგინეს. გარემოსა
და ბუნებრივი
რესურსების დაცვის
მინისტრის გიგლა
აგულაშვილის ინიციატივით,
სამინისტროს რჩეული
სკოლების მოსწავლეებს, გარემოსდაცვითი თემატიკის
ვიდეომიმართვისთვის, საგზური
საქართველოს დაცულ
ტერიტორიებზე გადაეცათ: სურამის N4 სკოლის
მოსწავლეები - ოკაცეს
კანიონს, ჭიათურის N2 საჯარო
სკოლა ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნულ პარკს; საირხის (საჩხერის
რაიონი) სასულიერო
სკოლა-პანსიონის
მოსწავლეები კი სათაფლიასა
და პრომეთეს
მღვიმეებს მოინახულებენ.
ასევე, მინისტრის
ინიციატივით, ჭიათურის
N2 საჯარო სკოლის
მე-11 კლასის
მოსწავლე ელენე
გოგოლაძე ერთი
დღით გარემოსა
და ბუნებრივი
რესურსების დაცვის
მინისტრის თანამდებობას
დაიკავებს.
„მწვანე რეაქცია“
– ასეთი იყო
ნიკო კეცხოველის
2017 წლის პრემიის
სახელწოდება, რომლის
ფარგლებშიც, ათასამდე
გარემოსდაცვითი ღონისძიება
გაიმართა. სასკოლო
ინიციატივებმა დაფარა
საქართველოს ყველა
რეგიონი, მათ შორის, ოკუპირებული
აფხაზეთიც. საუკეთესო
100 სკოლა ერთმანეთს
ბათუმის, ქუთაისის,
ზუგდიდის, თელავის
და თბილისის
ნახევარფილურ ტურებში
შეხვდა, საიდანაც
ფინალისტი სკოლები
შეირჩა.
პრემიის გამარჯვებულებმა საჩუქრად სასკოლო–საზოგადოებრივი ცენტრების, ე. წ. „ეკო–ჰაბების“ პროექტები მიიღეს, რომელიც ყველაზე აქტიურ სამ სკოლას ყოველგვარი სამუშაო პირობით უზრუნველყოფს.
ინიციატივა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანზიაციების ქსელის (CENN) მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ნიკო კეცხოველის პრემიის თანაორგანიზატორები არიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განათლების სამინისტროები.
დაჯილდოების ცერემონიას ავსტრიის ელჩთან ერთად, პარტნიორი სახელმწიფო, საერთაშორისო, საზოგადოებრივი და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.