21.03.2017
„ჯორჯია თუდეი ჯგუფის“ ორგანიზებით, ჟურნალ „ეკონომისტის“ წლიური გამოცემის „მსოფლიო 2017“ პრეზენტაცია და განათლების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე, რომელიც ბიზნეს ლანჩის ფორმატში გაიმართა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს განათლების რეფორმის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გააცნო. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კი, გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობასა და ამ მხრივ, განათლების სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.