კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ (GWP)“ ინიციატივით გამართული კამპანიის “დაზოგე წყალი” ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა, წყლის მოხმარების ჩვევებთან დაკავშირებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, გარემოსა და წყლის რესურსებზე ზრუნვის წახალისება და მასზე მავნე ზემოქმედების შემცირება.