ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკამ, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 365 წიგნის სია გამოაქვეყნა, რომელთა ავტორებიც ყველა დროის ქალი მწერლები არიან.
სია ამგვარად არის დასათაურებული „365 წიგნი ქალი ავტორებისგან, იმისთვის, რომ მთელი წლის მანძილზე ვიზეიმოთ ქალთა დღე“.
ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის მიერ მკითხველისთვის რეკომენდებულ სიაში არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ანა კორძაია-სამადაშვილის წიგნი „მე მარგარიტა“.